IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, – განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

თუ ვინმეს ჰგონია, თუნდაც სუბიექტურად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან მის ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ გაიყვეს ადგილები, სიის ფორმირებაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ახლა თქვენ გაჯერებენ, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, რომ რაღაც რეიტინგები აქვთ, მაგრამ არ აქვეყნებენ ცოცხალი თავით. ისტერიულად ატარებენ კვლევებს, არ აქვეყნებენ, მაგრამ კარგად იციან, ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება