Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მიხაელ როთი: ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს – ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს

მარშალ პრესი 23/05/2026
mixael roti

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში ბულგარეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და წერს, რომ ბულგარეთის უაზრო დაბრკოლებები ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს.

როთის თქმით, ეს ყველაფერი ასუსტებს ევროკავშირს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორების ინტერესებს ემსახურება.

„ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს. ეს ასუსტებს ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას ახდენს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორებისთვის მოაქვს სარგებელი. ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს”, – წერს როთი.

Post navigation

Previous: საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს
Next: იუსტიციის მინისტრის მოადგილე: „წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.