ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,ლაზარე, გამოვედ გარე!“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ბაია კვიციანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა. კომპოზიციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
საღამო ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
