Skip to content
22/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

მარშალ პრესი 21/05/2026
066

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში, თურქი კოლეგის იაშარ გიულერის  მიწვევით იმყოფება.  იზმირში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი  მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების “EFES-2026” საჩვენებელ სწავლებას დოგანბეის საწვრთნელ პოლიგონზე დაესწრო, რომელშიც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, როგორც საშტაბო, ისე საველე წვრთნებში მონაწილეობდნენ. „საპატიო დამკვირვებლის დღეს“ დაესწრნენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, დელეგაციაში არიან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე – გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების – “EFES-2026” პარალელურად, მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატებზე, რომელიც  სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მაღალი დონის ვიზიტებს, ერთობლივ სწავლებებს, სასწავლო კურსებს, ექსპერტთა დონის კონსულტაციებსა და სხვა. 

 “EFES-2026” თურქეთის რესპუბლიკის შეიარღებული ძალების ერთ-ერთი მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალეროვნული სწავლებაა, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები სწავლების ფარგლებში ორგანიზებულ თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენასაც დაესწრნენ და თავდაცვის მრეწველობის ცნობილი თურქული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“
Next: ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.