Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 21/05/2026
105

პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა – მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა  მიულოცეს.

მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.

ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.

№11 დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები.

Post navigation

Previous: ICG: ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო
Next: შათირიშვილი: ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება, მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი, დიდი თამაშის პატარა ნაწილია. ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს აშშ შუაგულ ევროპაში განვითარებული სამარცხვინო მოვლენების შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.