Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

მარშალ პრესი 21/05/2026
irakli kobakhidze
ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილის აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საზღვარგარეთ, მათ შორის, საელჩოებში.
“არის ძალიან ფართო სპექტრი ღონისძიებებისა, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ექსპედიციები და ა.შ. ჩართული იქნება მოსახლეობის ყველა ფენა, ყველა თაობის წარმომადგენლები იქნებიან ამ ყველაფერში ჩართულები. რა თქმა უნდა, კომისიის სხდომაზე უკვე შევჯერდით, პრაქტიკულად, საბოლოო გეგმაზე და ამ დეტალურ გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას.
კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი საზღვარგარეთ, მათ შორის, ჩვენს საელჩოებში, ემიგრაციაც იქნება აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, ამისათვის დაგეგმილია სასულიერო პირების ვიზიტებიც საზღვარგარეთ. ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა?
Next: ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.