IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის
ბაზას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
აშშ-ის დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა,
თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ აშშ-ის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები
გააცნო. სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის
კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმიური ბრიფინგი
ჩაატარა.

უწყების ინფორმაციით, კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) როცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, “აილენდის” კლასის სადარაჯო ხომალდი “ოჩამჩირეც” მოინახულეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს გემის ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული
შესაძლებლობები გააცნო.

აშშ-ის საელჩო საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტისა და საზღვაო
ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, გემთსარემონტო შესაძლებლობების
განვითარების კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება