Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე

მარშალ პრესი 20/05/2026
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მიერ 51 წლის წინ თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების გადაწყვეტილების გაუქმებას. ანალიტიკოსი ირონიით ეხმაურება მომხდარს და აღნიშნავს, რომ თბილისს ეს „დარტყმა“ გერმანიამ საქართველოზე აღშფოთების გამო მიაყენა:

„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა“ – წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ოდესღაც დიადი ევროპა დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე.

„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა. გერმანულ ყელში გაჩხერილი, 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილება – თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილებული ქალაქების სტატუსის შემოღების შესახებ – 51 წლის შემდეგ არქივს ჩაბარდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით.

დღეიდან არც კი ვიცი, ამ დარტყმას როგორ გადაიტანს დედაქალაქი. ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე. ოდესღაც დიადი ევროპა დღეს დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე. საკითხავი მხოლოდ ერთია, რომელი ღირსეული სახელი მოვუძებნოთ დედაქალაქის ცენტრში “საარბრიუკენის სამარცხვინო მოედანს”?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია
Next: ცოტნე ანანიძე: მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.