Skip to content
21/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელია რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების – დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტი

მარშალ პრესი 20/05/2026
diesel

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში კვლავ დაშვებულია რუსული ნედლეულისგან დამზადებული დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტი. შეზღუდვის მოხსნა ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. ამ ნებართვას კონკრეტული ვადა არ გააჩნია, თუმცა ბრიტანული მხარე მას პერიოდულად გადახედავს.

ამასთან ერთად, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ნებადართული გახდა რუსული წარმოების გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) საზღვაო გზით ტრანსპორტირება. ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის 2022 წლიდან დაწესებული დანარჩენი შეზღუდვები კვლავ სრულად მოქმედებს.

სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების მიზეზად გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისი სახელდება. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში მიწოდების შეფერხება და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ბრიტანეთის შიდა ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირებამ გაზარდა ზეწოლა მთავრობაზე, რამაც მათ ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.

პარალელურად, ანალოგიური მიზეზების – ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების – გამო, შეერთებულმა შტატებმა 18 მაისს დამატებით 30 დღით გაახანგრძლივა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო იმპორტზე გაცემული ლიცენზია, რომელიც დროებით აჩერებს უკრაინის ომის გამო დაწესებულ სანქციას.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შექმნილმა კონფლიქტმა და ნავთობზე ფასების ზრდამ რუსეთს საშუალება მისცა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ექსპორტით რეკორდული მოგება მიეღო. კერძოდ, 3 მაისამდე არსებული მონაცემებით, მოსკოვის ყოველკვირეული შემოსავალი ამ მიმართულებით საშუალოდ 2.42 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა.

Post navigation

Previous: „თავისუფლების მოედნის” წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
Next: ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.