Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს – ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ’’

მარშალ პრესი 19/05/2026
beka dzamashvili

„გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილმა „საინტერესო დამთხვევა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – დროში დაემთხვა ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს იმას, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება… კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„სოციალური ქსელი, ერთი მხრივ, არის კარგი საშუალება, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, რამდენადაც ამ ფორმით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას მისწვდეს, თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები უფრო მომატებულია. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი: „სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ კანონმდებლობით ეს არის დასჯადი, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი“
Next: „თავისუფლების მოედნის” წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.