Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“

მარშალ პრესი 19/05/2026
beka dzamashvili

„ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის.

„კონკრეტული ადამიანების – საჯარო მოსამსახურეების, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება იყოს აბსოლუტური, ისე, რომ ვისაც მოუნდება, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, მუქარა გამოხატოს, სიძულვილის ენით ისაუბროს, დაამციროს. ამგვარი გამოხატვის ფორმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არის დაუშვებელი… ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

 

Post navigation

Previous: რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს – კანონპროექტი საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატთა პალატას გადაეცა
Next: ბექა ძამაშვილი: „სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ კანონმდებლობით ეს არის დასჯადი, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.