Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ახალი ინიციატივა ზნეობრივად და მორალურად გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, იძულებით მაინც. ახალგაზრდები აღარ გაიზრდებიან იმ სიძულვილის გარემოში, რაშიც სურდათ გაენადგურებინათ ახალი თაობა

მარშალ პრესი 19/05/2026
tamar chiburdanidze

„პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენებას თავისი მიზეზი და მიზანი აქვს.” – დაწერა სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, რითაც გამოეხმაურა ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ინიციატივას, სიძულვილის ენასთან ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით. ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ როგორი გამოხმაურებაც არ უნდა მოყვეს ამ ინიციატივას რადიკალებისა და მათი პატრონების მხრიდან, ის მაინც აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანის – საქართველოს მომავალი თაობის, დაცვას ემსახურება სიძულვილის ენისა და ზოგადად სიძულვილისგან.

“მივესალმებით ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის ინიციატივას სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების თაობაზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა დღეს საქართველოში, განსაკუთრებით მომავალი თაობის გადასარჩენად, რომელიც ამ დაბინძურებულ და გაბოროტებულ პოლიტიკურ გარემოში იზრდება, რაც მიზანმიმართულად შექმნა ოპოზიციურმა სპექტრმა გარე დაკვეთების გათვალისწინებით. პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენებას თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკოსებს არა აქვთ შესაბამისი ცოდნა და არგუმენტები საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, სწორედ ამ დროს იყენებენ ცინიზმს და სიძულვილის ენას საკუთარი უსუსურობის გადასაფარად. მიზანი კი არის ქართველი ხალხის გახლეჩა და პოლარიზაცია.

ეს არის სწორედ მათი პატრონების დაკვეთა, რათა როგორმე შექმნან პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. ახალი ინიციატივა, როგორი შეფასება და რეაგირებაც არ უნდა მოყვეს ოპოზიციიდან თუ მათი უცხოელი დამკვეთებისგან, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან ყველაზე მეტად ჩვენ ახალი თაობა გვყავს გადასარჩენი. ახალგაზრდობა უკვე რამდენი წელია იზრდება ამ სიძულვილში და უკვე მათი დიდი ნაწილის ცხოვრების წესადაც იქცა ეს. არადა, ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ ცოდნით ამაღლებული პროფესიონალიზმი და არა სიძულვილის ენით გაჟღენთილი მანიპულაციები საკუთარი მიზნის მისაღწევად. პოლიტიკური ქმედების წესები, რასაც სამწუხაროდ, დასავლეთის დეგრადირებული ნაწილი გვთავაზობს, მიუღებელია ჩვენთვის. ისინი ამ მეთოდებით საკუთარ ქვეყნებში არ მოქმედებენ, რადგან მათი საზოგადოება ამას არ აიტანს. სამაგიეროდ, სურთ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა გაგვინადგურონ. ამას კი ჩვენ არ დავუშვებთ. ქართველი ხალხის კულტურა ბევრად უფრო დიდ ისტორიას ითვლის, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფოსი” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს
Next: ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი – მანდატური ალეკო ელისაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.