Skip to content
20/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი ოპოზიციურ ალიანსზე: როგორი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთიდან, რაც არ უნდა ალიანსები შექმნან, საბოლოოდ ყველა ეს გაერთიანება დაშლისთვისაა განწირული

მარშალ პრესი 19/05/2026
sozar subari

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, მედიასთან გამოეხმაურა მორიგ დაპირისპირებას ოპოზიციურ ალიანსში. დეპუტატმა განაცხადა, რომ ალიანსი დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობაა“ და სინამდვილეში ერთი და იგივე იდეოლოგია აქვთ. სუბარის სიტყვებით, ალიანსი პირველობისთვის ბრძოლის გამო, ვერასდროს შეიკვრება: „პიროვნულად ისეთი მიუღებლობა აქვთ ერთმანეთის, ისეთი დიდია სწრაფვა მათ შორის პირველობისთვის, რომ ვერასდროს შეიკვრებიან ერთ ძალად და ყოველთვის გამოვლინდება მათ შორის პიროვნული წინააღმდეგობები“ – განაცხადა დეპუტატმა. სუბარმა აღნიშნა ისიც, რომ გაერთიანება შეუძლებელია მათი დასავლელი „პატრონების“ სურვილისა თუ დავალებების მიუხედავად.

„დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ იდეოლოგიურად ერთი და იგივეა. პიროვნულად ისეთი მიუღებლობა აქვთ ერთმანეთის, ისეთი დიდია სწრაფვა მათ შორის პირველობისთვის, რომ ვერასდროს შეიკვრებიან ერთ ძალად და ყოველთვის გამოვლინდება მათ შორის პიროვნული წინააღმდეგობები. როგორი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთიდან- მათი პატრონებისგან, რაც არ უნდა ალიანსები შექმნან, საბოლოოდ ყველა ეს გაერთიანება დაშლისთვისაა განწირული“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა
Next: გერმანელმა მოზარდმა ოლაფ შოლცს სოციალურ ქსელში „ნაბიჭვარი“ უწოდა, რასაც სახელმწიფომ ოფიციალური სისხლისსამართლებრივი ბრალდებით უპასუხა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.