IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ბოტები“ და ტყუილი „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ბოტებისა და ტყუილის „შემოქმედია“.

„ბოტების“ გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე მავნე ზეგავლენას ახდენს. ამასთან დაკავშირებით, თავის დროზე ათასი ინფორმაცია მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად, „ფეისბუქის“ განცხადებებში თავის დროზე ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი იყო ნახსენები, „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავად “ფეისბუქმა” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა. ის არის შემოქმედი ამ „ბოტების“ და ტყუილის, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია“, -აცხადებს მდინარაძე.

მისი შეფასებით, „ბოტები“ უაღრესად დამაზიანებელია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება