Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით აზერბაიჯანულ მხარესთან, ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშრიდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს

მარშალ პრესი 18/05/2026
irakli kobakhidze1

ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშრიდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება.

„ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშრიდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი, რეალურად, გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება, რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება, აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს. ამ სამი წლის განმავლობაში, შემოსავალი უტოლდებოდა ნულს, გაჩერებული იყო მილსადენი და ამ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით
Next: ირაკლი კობახიძე – ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.