Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება

მარშალ პრესი 18/05/2026
irakli kobakhidze1

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ორ მიდგომას შორის ლოგიკური კავშირია, ვინაიდან სააკაშვილი გამორჩეული იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულებით.

„ამ ორ მიდგომას შორის არის ძალიან მჭიდრო, ლოგიკური კავშირი. თვითონ სააკაშვილიც თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება, ფეხქვეშ გათელვა მედიის თავისუფლების. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვი. საზოგადოება, რა თქმა უნდა, აქედან გამოიტანს თავის დასკვნებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა
Next: პრემიერი ოპოზიციაზე – ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.