Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: „გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ“

მარშალ პრესი 18/05/2026
paata salia

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნას დაესწრო.

„ის იყო ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ზურაბ იარაჯული იყო ერთ-ერთი პირველი მფრინავი, რომელიც იბრძოდა მტრის ზურგში და გმირულად დაეცა. დღევანდელი ჟესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ გმირების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისთვის და იცოდნენ, რომ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისთვის ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა. ამ სულისკვეთებით უნდა აღიზარდონ თაობები, რომლებიც შეძლებენ, დაიბრუნონ არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ის ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტერიტორიული საზღვრების აღდგენა მოხდეს მშვიდობიანი გზით და იმ ურთიერთობების აღდგენის გზით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ორ მოძმე ხალხს, ქართველებს და აფხაზებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს დღეც მალე დადგება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ზურაბ იარაჯული 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე. 2013 წელის 19 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და შესაბამისი ორდენი; ასევე, დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

Post navigation

Previous: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს, ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას
Next: პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.