Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

მარშალ პრესი 18/05/2026
104
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
თერთმეტი იდენტიფიცირებული პირიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის, სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძლავენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფებოდა.
პანაშვიდი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.

Post navigation

Previous: არცერთ აქციაზე 100 ათასი 000 კაცი არ გამოსულა – ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის აქციებზე
Next: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს, ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.