აფხაზი სნაიპერი ჩაგვივარდა ხელთ ერთი გასროლით თავის ქალა ავხადე მივხდი, რომ შევცდი… უფრო სწორად, დავმარცხდი… – რატომ დავიწყე ასეთი მძიმე ისტორიით?! – ედუარდ ჯიშკარიანი

970X90

ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს:

“ზუსტად არ ვიცი თუ როგორ ავხსნა, მაგრამ მაინც შევეცდები.
1992 წლის სექტემბრის დასაწყისში, გაგრაში ერთი აფხაზი სნაიპერი ჩაგვივარდა ხელთ. მანამდე მაგრად გვაწვალა, რამდენიმე მოგვიკლა და რამდენიმე მძიმედ დაჭრა. როცა თვალებში ჩავხედე და ვკითხე თუ:
– რატომ ხოცავდა ჩვენ ბიჭებს?
თვალებში ჩამხედა და მიპასუხა:
– მე ღორებს ვხოცავდი!
მეც გაუყარე თვალი-თვალში და ერთი გასროლით თავის ქალა ავხადე.
რამდენიმე დღეში მივხდი, რომ შევცდი…
უფრო სწორად, დავმარცხდი…
მივხდი, რომ მაჯობა…
გავაცნობიერე, რომ ნამდვილი მეომარი იყო…
რადგან თავალებში მიყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს პირდაპირ სასწორზე დებდა, მაინც გაბედა…
თითქოს ვაჟას გმირივით მანაც მითხრა:
– ძაღლ იყოს შენი მკვდრისადა…
——————————————–
ხო, რატომ დავიწყე ასეთი მძიმე ისტორიით?!
დღეს დილით წავიკითხე, რომ გუშინ აფხაზი მეომარი, მეტსახელად ;პიოსი; დაღუპულა, რომელიც 90-ან წლებში ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა და ამჟამად რუსების მხარეს ომობდა უკრაინაში.
თუ სწორად მახსოვს, ერთხელ მყავს ნანახი ლაბრაში, მიცვალებულების გაცვლის დროს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ და ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, მინდოდა, რომ სამძიმრის კომენტარი დამეწერა, მაგრამ იქ სიცილი-ხორხოცი და მხიარულების კომენტარები ვნახე?
უბრალოდ მივხდი, რომ იქ ასეთი კომენტარის დაწერა, ვიღაცის დედის ღრძილების ხსენებით დამთავრდებოდა და მოვერიდე….
ამიტო გადავწყვიტე აქ დავწერო.
იცით რაშია საქმე ჩემო თანამემამულენო?
ყველა მეომარს მისი სიმართლე აქვს!
– მეც ჩემი სიმართლით ვიყავი აფხაზეთში და ისიც თავისი სიმართლით იცავდა იმ მიწას, რომელიც მას თავისად მიაჩნია, ხოლო მე ჩემად, თუმცა ჩემი სახლი თბილისშია.
– ჩვენც ჩვენი სიმართლით შევედით ცხინვალში 2008 წელს და ოსებიც მათი სიმართლით იცავდა იმ მიწას, რომელიც მათ თავისად მიაჩნიათ, ხოლო ჩვენ ჩვენად, თუმცა ჩვენი სახლები თბილისში, თელავში, ქუთაისშია და …
– ჩვენი ინტერესების გამო იყო ჩვენი ჯარისკაცები ერაყში და ერაყელები იცავდა იმ მიწას, რომელიც მათ თავისად მიაჩნიათ, ხოლო ჩვენ, ჩვენი ინტერესის სფეროდ, თუმცა ჩვენი სახლები საქართველოშია.
– იგივე ინტერესების გამო იყო ჩვენი ჯარი ავღანეთში და აფრიკაში…
ამით იმის თქმა მინდა, რომ მეომრისთვის გაცილებით სხვა ფასეულობებია ფასეული, ვიდრე კონკრეტული სახლი და მისი ეზო.
მე გული დამწყდა ინ აფხაზი მეომრის, რომელიც ისევე გზა აბნეული ომობდა ამჟამად უკრაინაში და არ ვიცი რა ;სიმართლის; გამო დებდა თავის სიცოცხლეს სასწორზე, ისევე როგორც ქართველები ომობენ დღეს უკრაინაში უკრაინელების მხარესდა თქვენ წარმოიდგინეთ რუსების მხარესაც კი.
მე იმიტომ დამწყდა გული, რომ ის თაობა, რომლებმაც უკვე მოვასწარით ერთმანეთში ომი და ერთმანეთის სისხლის დაღვრა, ნელნელა, წუთისოფლის წამის ფაქტორით, ტოვებს ამ სისხლიან წუთისოფელს და აღარ რჩება ის ნაომარი თაობა, რომლებთანაც ჯერკიდე შეიძლება დალაპარაკება, ურთიერთ შეცდომების პოვნა, აღიარება, მიტევება და თანაცხოვრების გაგრძელება.
დღევანდელ თაობას, რომელიც იზრდება საქართველოში და მის ოკუპირებულ რეგიონებში, სრული გაუცხოვება აქვთ ერთმანეთის მიმართ, შესაბამისად დროც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.
გავა კიდევ რამდენიმე დრო, შეიცვლება კიდევ რამდენიმე თაობა და მათ არაფერი ექნებათ საერთო.
ჩვენ პირველ რიგში, აფხაზეთი და ოსეთი კიარა, აფხაზები და ოსები გვყავს დასაბრუნებელი.
აქ კიდე, სიცილი, ხორხოცი და ბედნიერებისგან აღკინებული კომენტარები ვიხილე….
ფიქრობთ, რომ ამ თქვენ სოციალურ ქსელში გამოხატულ “ბედნიერებას“ არ კითხულობენ აფხაზები და ოსები?
ფიქრობთ, რომ ის აფხაზი მეომარი გარკვეულ ავტორიტეტს არ წარმოადგენდა აფხაზებში?
ხვდებით თუ რას ჩადიხართ, როცა იმ ოსურ ქვედანაყოფს დაცინით, რომელმაც უარი თქვა რუსების გვერდით ომზე და სახლში დაბრუნდა?
ხვდებით, რომ სწორედ ამ გზით ახერხებთ ჩვენ შორის ჯერკიდე შემორჩენილი ხიდების თუარა, პატარა საბორნე გადასასვლელების დაწვას?
აცნობიერებთ ამით ვის საქმეს აკეთებთ?
კი, სწორია, ჩვენი საერთო მტრის!
თქვენ მაშინაც მის საქმეს აკეთბთ, როცა იმ კადრებს ალაიქებთ და აზიარებთ, სადაც:
– გაკოჭილ რუს ჯარისკაცს დანას თვალში უყრის უკრაინელი ჯარისკაცი.
– სადაც მოკლული რუსი ჯარისკაცის ტელეფონიდან ურეკავენ დედამის უკრაინელი ჯარისკაცები და უყვებიან თუ როგორ აღარაფერი დარჩა მისი შვილიდან.
– სადაც დაჭრილ ტყვეებს აწამებენ.
– სადაც ტყვეებს ფეხებში ესვრიან და აშ…
თან ამ ყველაფერს ტელეფონში იწერენ და მაშინვე სოციალურ ქსელში ხვდება უკრაინული საინფორმაციო კონტროლის მექანიზმების გავლით, ანუ ოფიციალურად და ეს ითვლება საინფორმაციო ომის ნაწილად?!
იცით როგორ იყენებს ამას რუსეთი?
– ამ კადრების გავრცელების შემდეგ, პუტინს აღარ უწევს თავის მოსახლეობითვის(დასაწყისში დიდი ძალისხმევა დაჭირდა ამისთვის და კინაღამ გადაყვა) იმის მტკიცება, თუ რატომ იბრძვის ;სლავი ძმების; წინააღმდეგ.
– რუსეთში უკრაინაში საომრად წამსვლელი მოხალისეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
– 4 დღის წინ გაეროში რუსეთის ელჩმა, სულ სახეში უფრიალა ეს კადრები მსოფლიო თანამეგობრობას.
– რუსეთში პუტინის რეიტინგი, კვლავ ზენიტშია.
ასე, რომ თქვენ, ჩემო ტკბილო თანამოქალაქენო, თქვენ ისე, რომ სახლიდან არც გასულხართ, ისე ასრულებთ ამას, რომ ვერც აცნობიერებთ.
იცით რატომ ვერ აცნობიერებთ?
– იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებულმა მე-5 კოლონამ ნაცანალური მოძრაობის სახით და მათმა ტელევიზიებმა, გვასწავლეს ზიზღი….
ხოლო ზიზღი და რაციონალიზმი, ერთად ვერ ძოვს.
ამ სტატიის მიზანიც ეგ არის, რომ იქნებ განთავისუფლდეთ იმ საშინელი ცოდვისგან, რასაც ეწოდება – ზიზღი.
წარმატებები!
✌️
P.S. აქვე დავამატებ:
1991 წელს, როცა ოსებმა მერაბ მინდიაშვილი ცოცხლად დაწვეს, ის შავლეგოს მღეროდა.
1993 წელს, როცა გურამ გაბესკირიას უთხრეს, დაიჩოქე – არასოდეს, იყო პასუხი.
2008 წელს, როცა ოსებმა გიორგი აწუხელიძე აწამეს, ის ლოცულობდა.
ხოდა, თქვე კარგო ადამიანებო:
– ტყვეთა წამება ან მოგწონთ, ან არ მოგწონთ!
– ან ხართ ტყვეთა წამების მომხრე, ან არ ხართ!
– ჩემი ტყვე და სხვისი ტყვე, არ არსებობს!
და ბოლობოლო თუ მოგწონთ, ლაიქების, გულები და საქებარი კომენტარების კეთებისგან მაინც შეიკავეთ თავი!” – წერს ჯიშკარიანი
970X90
გაზიარება