IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ალჟირის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, აჰმედ ოუიაჰიასა და აბდელმალექ სელალს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.

სასამართლომ გადაწყვეტილება ბიზნესმენ მუჰიდინ ტაჰკუტისთვის უკანონო პრივილეგიების მინიჭების საქმეზე გამოიტანა. მანამდე აჰმედ ოუიაჰიასა და აბდელმალექ სელალს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა კორუფციის გამო მიესაჯა.

ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ალჟირის ყოფილი პრემიერმინისტრი აჰმედ ოუიაჰია გასული წლის 12 ივნისს, აბდელმალექ სელალი კი გასული წლის 13 ივნისს დააპატიმრეს.

ოუიაჰია და სელალი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, აბდელაზიზ ბუტეფლიკას ახლო მოკავშირეებად ითვლებიან. ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გასული წლის 2 აპრილს გადადგა. მის გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა. გადადგომამდე რამდენიმე კვირის წინ ბუტეფლიკა მეხუთე ვადით აპირებდა პრეზიდენტად კენჭისყრას, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

წყარო: „იმედინიუსჯი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება