Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 16/05/2026
irakli kobakhidze1
როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა,  ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
„ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს. სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ზოგადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს ჯანდაცვას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს და ა.შ. ეს სინამდვილეში მათ აწუხებთ და თავს იმშვიდებენ რაღაცნაირად იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ საზოგადოების განსხვავებულ თითქოს და დამოკიდებულებაზე. როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა,  ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ. ეს აწუხებს ნიკა გვარამიას და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა, თავი დაიმშვიდოს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
Next: 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას – დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.