Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ევროკომისიის გეგმის შესრულებაში სრულ ჩართულობასა და გაერთიანებას ვთავაზობთ – ვინც ამის წინააღმდეგია, სეპარატიზმს ირჩევს და კონსტრუქციულ, საქმიან პროცესს საბოტაჟს უცხადებს

მარშალ პრესი 05/07/2022
თამარ ტალიაშვილი

„სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიან, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება“, – ამ სიტყვებით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც, ევროკომისიის გეგმის შესასრულებლად, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული პლატფორმის გამოყენებაზე უარს ამბობს.

„ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, სახელისუფლებო გუნდმა თანამშრომლობითი პლატფორმა შექმნა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობასა და გაერთიანებას ერთი მიზნით – ევროკომისიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს. ვინც ამის წინააღმდეგია, უნდა იცოდეს, რომ სეპარატიზმს ირჩევს და ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და საქმიან პროცესს საბოტაჟს უცხადებს. სწორედ ახლაა მომენტი, რომ ოპოზიციამ სწორი არჩევანი გააკეთოს და საქმიანი თანამშრომლობის წინადადება მიიღოს. ოპოზიციის მხრიდან ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა, „რაღაც კომისიების“ ძახილით, ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიან, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება“, – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: „ბაკურიანის ანდერძი“ – პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა აკერმანიდან-მშვენიერაძემდე
Next: პოლიციამ მარნეულში მომხდარი მკვლელობა გახნა – დაკავებულია ერთი პირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.