IMG.GE IMG.GE

წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა. მსუბუქ ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება