Skip to content
15/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს

მარშალ პრესი 14/05/2026
mikheil samkharadze

დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში, იტალიის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე, სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საპარლამენტო განზომილების შესახებ. მათ შორის, ვიზიტების ურთიერთგაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესახებ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ იტალიურ მხარესთან შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა, რეგიონში მიმდინარე ომები და ოკუპაციის თემა. მისივე განცხადებით, იტალიური მხარე მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რომელთა შეფასებითაც საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„რა თქმა უნდა, ძირითადი საკითხი ჩვენი საუბრისა იყო უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპისთვის და მათ შორის იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და დაუჭერენ მომავალშიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი, ღია, დიალოგის გამართვას, მათ შორის კრიტიკულ საკითხებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ჩვენი ვიზიტი გრძელდება და კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება იტალიის პარლამენტში,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას
Next: სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.