Skip to content
13/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო

მარშალ პრესი 13/05/2026
25

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება – „ტროას ნაკვალევი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა რეტ კრისტენსენმა და სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.  მათ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედროებს წვრთნების წარმატებით განხორციელება უსურვეს. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წევრები დაესწრნენ. 

„ტროას ნაკვალევი 2026“ სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პარალელურად ტარდება. „ტროას ნაკვალევი 2026“-ის ფარგლებში, საქართველო „შავი ზღვის კარიბჭე 2026“-ს  მასპინძლობს, რომელიც მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ოპერაციებს.

 მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო მეოთხედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონი, სპეციალური ოპერაციების აღმოსავლეთის და დასავლეთის ბატალიონები, სსიპ „თავდაცვის მოხალისეს“ წარმომადგენლები, ეროვნული გვარდიის დაზვერვის ასეულები და  ტერიტორიული რეზერვის პირადი შემადგენლობა.

საქართველოში მრავალეროვნული წვრთნა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობისა (SOCEUR) და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომელსაც სპეციალური ოპერაციების სარდალი ხელმძღვანელობს.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა…უკრაინული სამართალის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა
Next: ზურაბ ქადაგიძე: გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ფუნქციონირებს საქართველოში, ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა. მათ აღარ უნდა ჰქონდეთ სამსახურის დაკარგვის შიში და თავისუფლად ისაუბრონ, როცა მათი უფლებები დაირღვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.