Skip to content
12/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია

მარშალ პრესი 11/05/2026
irakli kircxalia1

განვიხილეთ ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, ეკონომიკური ზრდა უკვე წინა წელზე მეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„განვიხილეთ ეკონომიკური მიმართულებები, რაზეც ძირითადად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ. მოგეხსენებათ, ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დაასრულა მუშაობა. საზოგადოება აღნიშნულ დასკვნას გაეცნო, იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაწეული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმების შესახებ, თუ რა იგეგმება ამ მიმართულებით აღმასრულებელ რგოლში როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ასევე, ზოგადად, რა მიგნებები ჰქონდა აღმასრულებელი კუთხითაც. იცით, აღმასრულებელი ხელისუფლება პარალელურად, ასევე მუშაობდა ფასების კომისიის კუთხით. ასე, რომ განვიხილეთ ეს საკითხები.

განვიხილეთ ის ეკონომიკური მონაცემები, რომელიც ტრადიციულად, საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე მზარდია. თუნდაც, ეს კვარტალი რომ განვიხილოთ, წინა წელზე მეტია უკვე ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს აუცილებლად მოგახსენებთ, როგორც ეს ქვეყნდება ხოლმე“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას, ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია
Next: ერიკ ტრამპი: მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ რენდერს – თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.