IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანია, დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ დარგში, ასევე მომხმარებლის უფლებები და შემოიტანოს და დანერგოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, საკომიტეტო მოსმენებისას გამოითქვა არაერთი მოსაზრება როგორც პარლამენტის წევრების, ისე ბიზნესის მხრიდან, ყველა მოსაზრება კანონპროექტში მაქსიმალურად აისახა და პლენარულ სხდომაზე წარდგენილი იყო შეჯერებული ვარიანტი.

„ჩვენ ვაძლიერებთ მარეგულირებლის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმს. ბუნებრივია, არის რიგი შემთხვევები, როდესაც იგივე ავტორიზაციის გაუქმება ან ლიცენზიის ჩამორთმევა არ იქნება რელევანტური, თუნდაც იმიტომ, რომ მომხმარებლების ინტერესები, ქვეყნისა და ეკონომიკური ინტერესები იყოს დაცული. ამიტომ, ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის, რომ კომპანიას საქმიანობა გაუჩერო. ეს უფრო მძიმეა. ჩვენ შედარებით უფრო ნაკლებად მძიმე რეგულაცია შემოვიტანეთ, რომლითაც შეგვიძლია, რომ მაშინ, როდესაც კომისიის გადაწყვეტილება აღსრულდება, დროებითი მმართველი კომპანიიდან გამოვა“, – აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, რომ კანონპროექტში არის სასამართლო კონტროლის მექანიზმი და გარკვეულ კომპონენტში ის, რაც ბუნდოვანებას იწვევდა, დაზუსტდა.

ვერც ერთი იურისტი ვერ იტყვის, რომ სასამართლო კონტროლის მექანიზმი კანონპროექტიდან ამოღებულია. რაც შეეხება წილების გასხვისების ნაწილს, წილების გასხვისების ნაწილი გათვალისწინებული იყო წარმოდგენილი კანონპროექტის პირველად ვერსიაში, ხოლო კომიტეტებში მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, ეს ნაწილი ამოღებულია და წარმოდგენილი ვერსიით, დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება. არის ორი მექანიზმი, როდესაც დაინტერესებული მხარე სასამართლოში მიდის. ერთი არის კომისია, გადაწყვეტილების მიღებამდე და მეორე – დაინტერესებული მხარე კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. ერთ ნაწილში გადმოვიდა ის, რაც გათვალისწინებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით“, ხოლო რაც შეეხება წილების შესყიდვას, გასხვისებას ან ბაზარზე კონკურენციის ნაწილის დარღვევას, ამ შემთხვევაში კომისიას შეუძლია, თვითონ დანიშნოს დროებითი მმართველი, მას შემდეგ, რაც კომპანიის სანქცირება მოხდება, მაგრამ კომპანიას შეუძლია, წავიდეს სასამართლოში დაა სასამართლომ იმსჯელოს. თუმცა სასამართლოში მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს უსასრულოდ გაიწელება. სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებული კანონმდებლობით, 3 დღეში იქნება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება