Skip to content
11/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 11/05/2026
09

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის – ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა.

მხარეებმა გაიხსენეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2025 წლის ივლისში, ჟენევაში შედგა და დადებითად შეაფასეს დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობაშიც გამოიხატება.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა პარლამენტის ადმინისტრაციებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. გამოიხატა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. დადებითად შეფასდა 2026 წლის იანვრიდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებით.

რიხარდ რაშიმ აღნიშნა სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება.

მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მან, ასევე, განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის ღიაა ევროკავშირთან ღია დიალოგისთვის.

რიხარდ რაშიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატა სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მზაობა.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
Next: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.