Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლით დაიცვან სამშობლო, მათ შორისაა ჩემი შვილიც, რომელმაც დღეს დადო ფიცი

მარშალ პრესი 09/05/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. მედიასთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაყობს ახალგაზრდებით, რომლებიც ქვეყნის სამსახურისთვის მზად არიან.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ახალგაზრდების მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც მათში პატრიოტული ღირებულებები აღზარდეს.

„მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით დაიცვან ჩვენი სამშობლო. მადლობას ვუხდი მათ მშობლებს, ოჯახებსა და მასწავლებლებს მათი ასეთი პატრიოტიზმისათვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილიც იყო რეზერვისტების რიგებში, მანაც დღეს დადო ფიცი და დარწმუნებული ვარ, ისიც ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს,”-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა“მურვან ყრუ”-ს
Next: გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.