Skip to content
09/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 09/05/2026
06

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს.
რეზერვისტებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, ფიცის დადება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.

ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და რეზერვისტების ოჯახების წევრები დაესწრნენ.

ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან. ისინი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვში ოთხი წელი იმსახურებენ და წლის მანძილზე 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები თეორიულ ცოდნას მიიღებენ, ასევე საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განივითარებენ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
Next: ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.