Skip to content
09/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მარშალ პრესი 08/05/2026
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ რეგიონულ ტურნეს. მან ისაუბრა პარტიის სამომავლო გეგმებზე:

„ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა, პარტიული აპარატი და ის სწორი ვერტიკალი, რომელიც პარტიას გადაიყვანს აქტურ პერიოდში, სანამ მოვა წინასაარჩევნო დრო“ – განაცხადა ქადაგიძემ. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ „ხალხის ძალის“ სახეები ჩართულნი იყვნენ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, მოლოდინი „ხალხის ძალის“ მიმართ რეგიონებში დიდია. „ჩვენ ახლა გვაქვს რეგიონული ტურნე. მოგეხსენებათ, სამოცდა სამივე მუნიციპალიტეტში ჩვენს პარტიას ფრაქციები აქვს.

მინდა ხაზი გავუსვა – ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ჩვენი პარტიის ლიდერები, დაწყებული სოზარ სუბარით და დასრულებული დიმიტრი ხუნდაძით, იყვნენ ჩართულნი „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში. შესაბამისად, რეგიონებში ამის გამოც არის განსაკუთრებული მოლოდინი „ხალხის ძალის“ მიმართ. ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა, პარტიული აპარატი და ის სწორი ვერტიკალი, რომელიც პარტიას გადაიყვანს აქტურ პერიოდში, სანამ მოვა წინასაარჩევნო დრო. მეტ დეტალზე კი ვისაუბრებთ უკვე მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდში შევალთ“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.