Skip to content
09/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი JTEC-ში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 08/05/2026
12125

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კევინ ჰამილტონს JTEC-ის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განვითარების, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის თანამედროვე შესაძლებლობებს გაეცნო.

 

Post navigation

Previous: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი
Next: მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.