ქალაქ ოზურგეთის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ერთი დღე სკოლაში“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, პირველ მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელშიც მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ, მოეწყო საჩვენებელი გაკვეთილები ტექნოლოგიების, ხელოვნების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, უცხო ენებისა და სპორტის მიმართულებით. წარმოდგენილი იყო დაწყებითი კლასების მუსიკალური ნომრები, საგაზაფხულო ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების სივრცე. მოეწყო თემატური ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
