Skip to content
08/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას

მარშალ პრესი 08/05/2026
sakrdze

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

“გამოვხატავთ სრულ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ პროექტის განხორციელებაში.

დარგისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობა, რის უზრუნველსაყოფადაც წლების განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ ინიციატივას ვაფასებთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს.

ასევე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ FMCG სექტორში ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია და მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს. შესაბამისად, მდგრადი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვა.

ჩვენი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის სასარგებლო, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია ყველა მხარის, მათ შორის რითეილ სექტორის, აქტიურ, თანაზომიერ მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე.

მზად ვართ ვითანამშრომლოთ საჯარო და კერძო სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ინიციატივამ პრაქტიკული შედეგი მოიტანოს და ხელი შეუწყოს ბაზარზე სტაბილურ და სამართლიან გარემოს.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო
Next: 2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია – საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.