Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკამ 600-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა და პირდაპირ თქვა, რომ ისინი აზიანებენ ამერიკის ინტერესებს. მათ შორისაა ვენეციის კომისია, რომელიც მუდმივად გვაკრიტიკებდა და სამართლებრივი შინაარსის ინსტიტუტიდან იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად

მარშალ პრესი 07/05/2026
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც გახდა ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს კრიტიკის საფუძველი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, საქართველო, სხვა ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ ასრულებს „დიფ სთეითის“ დაკვეთებს.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

„საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მუდმივი კრიტიკის საფუძველი გახდა ის, რომ ქვეყანამ არ შეასრულა მათი პირდაპირი დირექტივები, ის, რაც სამწუხაროდ შეასრულეს სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებმა. ვგულისხმობ „დიფსთეითის“ დაკვეთებს, კერძოდ იმას, რომ აქ არ არის ომი, არ არის დაკანონებული კაცების ქორწინება და გეი-აღლუმები. ანუ, ჩვენ, არ ვასრულებთ იმ ბრძანებებს როგორც ამას ვასალი და მეორადი სახელმწიფოები აკეთებენ.

ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რასაც „ხალხის ძალის“ ვრცელი წერილები მოწმობს, დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ვიცე-პრეზიდენტმა. სწორედ ამ უკანასკნელმა, ევროპაში ვიზიტისას, პირდაპირ უთხრა ევროპელებს, თქვენი პრობლემა არა ჩინეთი და რუსეთია, არამედ თქვენივე ბიუროკრატიაო. ტრამპის სიტყვებსაც მოვიშველიებ – ევროპა არ არის იმ ღირებულებების მქონე, რაც იყო ადრე და რომ ის გონს უნდა მოეგოს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მანვე ისაუბრა იმ კრიზისზე, რაც სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაში შეინიშნება. „საერთაშორისო პოლიტიკური გაერთიანებები რა დღეშია, მაგალითად, ნატო, საიდანაც თავად შეერთებული შტატები აპირებს გასვლას. შტატები არა მხოლოდ კონფლიქტშია ევროკავშირთან და ნატოსთან, არამედ მის დატოვებას აპირებს. მეტიც, ამერიკამ 600-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა. უბრალოდ კი არ გამოვიდა ხელშეკრულებებიდან, პირდაპირ თქვა, რომ ისინი აზიანებენ ამერიკის ინტერესებს. მათ შორისაა ვენეციის კომისია, რომელიც მუდმივად გვაკრიტიკებდა და ეს სამართლებრივი შინაარსის ინსტიტუტი, იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად.

ყველაფერი ესაა სწორედ პასუხი იმაზე, თუ რატომაა საქართველო მუდმივი ზეწოლის და კრიტიკის ობიექტი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონისა და ვადების ფარგლებში მოახერხებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება, რაც 2012 წელს დაუკვეთეს ხელისუფლებას, და ამის შემდეგაც ყველა არჩევნებზე ისევ ეს დაკვეთა მოდის საზოგადოებისგან
Next: საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.