Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება

მარშალ პრესი 07/05/2026
maka bochorishvili

ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, ხვალ და ზეგ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, სად ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, რა დროსაც კიდევ უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები პოზიტიურ ჩარჩოებში მოექცეს.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები, ვერავინ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურადაც და რა თქმა უნდა სუბიექტური ინტერესი არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერდა თუ გაუქმდა. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს შეხვედრებისა და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Post navigation

Previous: პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები
Next: გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონისა და ვადების ფარგლებში მოახერხებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება, რაც 2012 წელს დაუკვეთეს ხელისუფლებას, და ამის შემდეგაც ყველა არჩევნებზე ისევ ეს დაკვეთა მოდის საზოგადოებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.