IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დიდი დიღმის ტერიტორიაზე თბილისის მერია მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობას იწყებს.

მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე განხორციელდება, სადაც ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის დარბაზები განთავსდება. ასევე, დარბაზი სპორტული ორთაბრძოლებისთვის, ტრენაჟორების სივრცე, ორი საცურაო აუზი და კაფე.

მშენებლობის პროცესი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რაიონის გამგებელთან და სხვა პირებთან ერთად მოინახულა.

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება