Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა

მარშალ პრესი 05/05/2026
davit chikhelidze

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა.

„სუს – მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება. ამიტომაც, დღევანდელი დაკავება უნდა განვიხილოთ როგორც ხანგრძლივი პროცესის შედეგი და არა ერთჯერადი მოქმედება.

ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, რეალურად სუს – ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა. სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი და სისტემური ბრძოლა, რომელმაც შექმნა საფუძველი დღევანდელი შედეგებისთვის.
მდინარაძემ მოკლე დროში შეძლო ეფექტიანი და სტრუქტურულად გამართული მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას და კონკრეტულ შედეგებს დებს.

ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დაკავება, რაც არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც მიზნად ქვეყნის შიგნით მოქმედი საფრთხეების გამოვლენას და მათზე დროულ რეაგირებას ისახავს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი ილჰამ ალიევის მხრიდან ევროკავშორის კრიტიკაზე: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა
Next: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა – მაია ორჯონიკიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.