ციფრულ განვითარებასთან ერთად, მოგზაურობისას ძვირადღირებული სტანდარტული როუმინგის გამოყენება ან სიმ ბარათის აეროპორტში ძებნა აღარავის უწევს, რადგან უამრავი სხვადასხვა კომპანია გთავაზობთ ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტს. eSIM ტექნოლოგიამ პროცესები გაამარტივა. თუმცა, როდესაც საქმე პროვაიდერის შერჩევამდე მიდის, მომხმარებელი იბნევა, რადგან არჩევანის გაკეთება ხშირად Yesim-სა და mobineX-ს შორის უწევს.
დღევანდელ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, ორივე პლატფორმის მახასიათებლებს, რათა დაგეხმაროთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებაში.
mobineX – ქართულ საჭიროებებზე მორგებული ინოვაცია
mobineX-ი, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული გამოცდილების ბაზაზე შეიქმნა, პირველი ქართული წარმოშობის საერთაშორისო ოპერატორია. მისი სტრატეგია სრულად არის მორგებული ქართველი მოგზაურის სპეციფიკურ მოთხოვნებზე. დაფარვის ზონა 180-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის სრულიად საკმარისია.
mobineX-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ქართულენოვანი 24/7 მხარდაჭერაა. უცხო ქვეყანაში ყოფნისას, ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, მშობლიურ ენაზე დახმარების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, mobineX-ი მომხმარებლებს სთავაზობს AI ასისტენტს, რომელიც თქვენი მოგზაურობის ხანგრძლივობისა და დანიშნულების მიხედვით ოპტიმალურ პაკეტს შეგირჩევთ, რაც ბიუჯეტის დაზოგვის გარანტიაა.
Yesim – გლობალური მასშტაბი და დამატებითი ფუნქციები
Yesim შვეიცარიული ბრენდია, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანას ფარავს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მასშტაბურობაა. პლატფორმა სთავაზობს მომხმარებლებს არა მხოლოდ ინტერნეტს, არამედ ვირტუალურ ნომრებსაც. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისაც მოგზაურობისას სჭირდება სხვადასხვა აპლიკაციაში (მაგ. WhatsApp, Telegram) რეგისტრაცია და SMS კოდის მიღება უცხოურ ნომერზე.
გარდა ამისა, Yesim-ს აქვს ჩაშენებული VPN სერვისი (ძირითადად iOS-ისთვის), რაც დამატებითი უსაფრთხოების ფენაა საჯარო Wi-Fi-ს გამოყენებისას. თუმცა, გლობალურ მასშტაბებს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. Yesim-ის ფასები ძირითადად დოლარში ან ევროშია მითითებული, რაც ქართველი მომხმარებლისთვის კონვერტაციის დამატებით ხარჯებს ნიშნავს. ასევე, პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მხარდაჭერის გუნდი მხოლოდ ინგლისურ ან სხვა უცხოურ ენებზეა ხელმისაწვდომი, რაც კომუნიკაციას ართულებს.
ფინანსური სარგებელი და VoIP რევოლუცია
ფინანსური თვალსაზრისით, mobineX-ი ქართველი მომხმარებლისთვის ბევრად მომგებიანია. გადახდა ხდება ლარებში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად იცით, რა თანხა გეჭრებათ ბარათიდან ყოველგვარი ფარული საკომისიოების გარეშე.
კიდევ ერთი უნიკალური უპირატესობა mobineX-ის VoIP ზარებია. მაშინ, როცა Yesim მხოლოდ ინტერნეტ მონაცემებს (Data) ყიდის, mobineX-ის აპლიკაციით შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოში ნებისმიერ მობილურ თუ ფიქსირებულ ნომერზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ზარის მიმღებს ინტერნეტი არ სჭირდება, ის პასუხობს სტანდარტულ ზარს, თქვენ კი იყენებთ აპლიკაციის უფასო წუთებს. ეს ფუნქცია შეუცვლელია ოჯახის უფროს წევრებთან კომუნიკაციისთვის, რომლებიც შესაძლოა ტექნოლოგიურად აპლიკაციებში ისე კარგად ვერ ერკვეოდნენ.
ტექნიკური ეფექტურობა და 5G სიჩქარე
აბონენტების დაკვირვებით, mobineX-ის მეგაბაიტები უფრო ეკონომიურად იხარჯება. ეს განპირობებულია მონაცემთა გადაცემის ოპტიმიზებული პროტოკოლით, რომელიც ხელს უშლის აპლიკაციების მიერ ფონურ რეჟიმში ინტერნეტის ზედმეტ მოხმარებას. ასევე, mobineX-ი პირდაპირ თანამშრომლობს ლოკალურ წამყვან ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს 5G სიჩქარეს იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინფრასტრუქტურა არსებობს, ყოველგვარი VPN-ის საჭიროების გარეშე.
რომელი აირჩიო?
თუ ხშირად იყენებ უცხოურ ვირტუალურ ნომრებს სხვადასხვა სერვისებში რეგისტრაციისთვის და შენთვის ინგლისურენოვანი მხარდაჭერა პრობლემას არ წარმოადგენს, Yesim საინტერესო გლობალური ინსტრუმენტია.
თუმცა, თუ თქვენი პრიორიტეტია სტაბილურობა, ფინანსური გამჭვირვალობა ლარში, ქართულენოვანი ოპერატიული დახმარება და უფასო ზარები საქართველოში, მაშინ mobineX ცალსახა ფავორიტია. 2026 წლისთვის mobineX-ი კიდევ უფრო აფართოებს თავის შესაძლებლობებს და გეგმავს გახდეს სრულფასოვანი ვირტუალური ოპერატორი საქართველოში, რაც მას მხოლოდ სამოგზაურო კი არა, თქვენს ყოველდღიურ საიმედო პარტნიორად აქცევს.
შეადარეთ ტარიფები, შეაფასეთ თქვენი საჭიროებები და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს მოგზაურობას უფრო მშვიდს და კომფორტულს გახდის.
