IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული პრინციპები შემოიტანა პარტიულ მმართველობაში. თქვენ ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გერევათ, სადაც ერთი კაცი იტყოდა და იქ ყველა ასრულებდა“, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტს კითხვის საპასუხოდ, რა დამატებითი „დირექტივები“ მიიღეს პარტიის წევრებმა არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილისგან.

კილაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მმართველობა გამოირჩევა იმით, რომ პარტიის შიგნით გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებენ.

„ქართული ოცნება“ გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ გეუბნებით, რომ უხერხული ფორმულირება არის თქვენი კითხვის. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული პრინციპები შემოიტანა პარტიულ მმართველობაში, განსხვავებით ჩვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობისგან“. თქვენ ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გერევათ „ქართული ოცნება“, სადაც ერთი კაცი იტყოდა და იქ ყველა ასრულებდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ გამოვირჩევით იმით, რომ პარტიის შიგნით გვაქვს გუნდური გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, დისკუსიები უძღვის წინ, რაც თქვენი პარტიისთვის წარმოუდგენელია, ამიტომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით შეიძლება დემოკრატიული მმართველობის ფორმა იყოს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება