Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა

მარშალ პრესი 04/05/2026
davit chikhelidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველო წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის.

მსგავსი ფორმატი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრებმა და პარტნიორებმა, საერთო გამოწვევებზე და თანამშრომლობაზე ღიად და მოქნილად იმსჯელონ. სამიტი, ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად ევროპას. სამიტის მიმდინარეობა და ევროპელი ლიდერების შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოს პრემიერის მიმართ ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი გონს მოეგო და სრულად აცნობიერებს საქართველოს, როგორც უალტერნატივო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. სამიტი იქცა დასავლეთის შეცვლილი პოზიციის თვალსაჩინო მაგალითად. მიუხედავად წარსულში გაჟღერებული ვერბალური კრიტიკისა, დღეს საქართველო ყველასთვის სასურველ და მისაღებ ქვეყნად იქცა. ევროპელ ლიდერებს შორის არსებული ინტერესი და პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის ერთგვარი „შეჯიბრი“ დასტურია, რომ საქართველოს როლი ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არქიტექტურაში გადამწყვეტია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან. სამიტის ფარგლებში გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრები ადასტურებს, რომ წარსულში არსებული უთანხმოებები ადგილს უთმობს პრაგმატულ თანამშრომლობას. ევროპა ეტაპობრივად ახდენს იმ რეალობის გააზრებას, რომ საქართველოს გარეშე კონტინენტის ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელია. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის გარდამტეხი მომენტი. საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის სტაბილურობისა და განვითარების ის საყრდენი წერტილი, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ყოფილი სამხედრო მეთაურის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ახალი იარაღისთვის 2030 წლამდე ფული არ ექნება
Next: თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ, შეუცვლელი დასაყრდენია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.