Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ეს აისახება ფასებზეც

მარშალ პრესი 04/05/2026
irakli kobakhidze09

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები.

„კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები. ბიზნესის ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. თუ ზედმეტად უხეში იქნება ჩარევა, შეიძლება მთლიანად ჩამოიშალოს ეს სექტორი და ასეთ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება ფასებზეც. საჭიროა ფრთხილი მიდგომა. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია და საზოგადოების ფართო ჩართულობა. დისკუსია გაიხსნა იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს მეტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე ჩამოვყალიბდეთ ოპტიმალურ მიდგომებზე. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი მიდგომები და ამის მაგალითია ძირითადი კალათის განსაზღვრა, სადაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოვახერხოთ ფასების შემცირება. გრძელვადიანი შეიძლება იყოს ზრუნვა მიწოდების ჯაჭვის დამოკლებაზე და შესაბამისად, ფასნამატის შემცირებაზე, რაც არის ერთ-ერთი დასკვნა, რაც კომისიამ შეიმუშავა. ასევე ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ ბაზრის მეტად გამჭვირვალობაზე, ესეც კომისიის ერთ-ერთი დასკვნაა.

გამჭვირვალობა მოგვცემს პროცესებზე უკეთ დაკვირვების საშუალებას. შეიძლება არსებობდეს გარკვეული კარტელური გარიგებების რისკი და ამის იდენტიფიცირება გამჭვირვვალობის პირობებში უფრო მარტივი იქნება. ეს ხელს შეუწყობს სამართლიან კონკურენციას და ეს ყველა ბიზნეს მოთამაშის ინტერესში უნდა იყოს, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი წესების არსებობის. გამჭვირვალობა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათანადო მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება არასწორ პრაქტიკაზე, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არათუ არ უპირისპირდება ბიზნესის ინტერესებს, პირიქით, ბიზნესის ინტერესებთან შესაბამისობაშია, თუ ისინი მოქმედებენ სამართლიანი ინტერესებით და ვფიქრობ, რომ აქ პოზიციების შეჯერება არის აბსოლუტურად შესაძლებელი.

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ბაზრის მოთამაშეებს შორისაც, ქსელურ მარკეტებს შორისაც შეინიშნება ტენდენციები, მაგალითად მიწოდების ჯაჭვის დამოკლების ტენდენციები. თვითონ ზრუნავენ კონკრეტული ქსელების წარმომადგენლები იმაზე, რომ გარკვეული რგოლები შემცირდეს, რაც შეამცირებს ფასნამატს. საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია შემცირდეს. თუ მოხდება ამ ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი, რაც აისახება ფასებზე. ჩვენ ვნახეთ გერმანიის პრაქტიკა და საწყობიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 30%-ს. ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რაც ასევე, კომისიამ დაადგინა. თუ ჩვენ ამ სტრუქტურულ პრობლემას დავძლევთ, ფასები აუცილებლად შემცირდება. ეს არის საშუალო ვადიანი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
Next: დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს – შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.