Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ბათუმში სასწრაფოს მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

მარშალ პრესი 03/05/2026
BATUMI SASCRAFO

ბათუმში  სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, – ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

„ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.

დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – წერია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო – ცოტნე ანანიძე
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.