IMG.GE IMG.GE

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. პირველადი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია როგორც შსს-ს, ასევე სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება