Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხალგაზრდული ფესტივალის – „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 02/05/2026
066

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის – „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს სტუდფესტის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასიხარულოა, რომ ღონისძიება 2014 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს.

პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს – თბილისის მერიას, რუსთავის მერიას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„სტუდფესტი 2026-ის” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.

ფესტივალში 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

Post navigation

Previous: ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული
Next: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.