Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რობერტ ფიცო: ჩვენზე ნავთობის ფასები ზეწოლას ახდენს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ სძინავს დონალდ ტრამპს. როდესაც მას კარგად სძინავს, ნავთობის ფასები ეცემა- როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება

მარშალ პრესი 01/05/2026
robert pico

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენა მკვეთრი განცხადებით შეაფასა. ამასთან, საერთაშორისო ვითარებაზე საუბრისას გაეროს ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განცხადებითაც, დღეს გაერო “სასაცილოდ გამოიყურება“ და ვერ ახერხებს გავლენიანი სახელმწიფოების შეჩერებას.

ფიცომ რიტორიკული კითხვები დასვა და მიუთითა, რომ ვერავინ შეაჩერა შეერთებული შტატები ერაყში, ირანში ან ვენესუელაში. მანვე გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მოხვდნენ ვაშინგტონის ინტერესების სფეროში, მათ შორის კუბა.

“დღეს გაერო სასაცილოდ გამოიყურება. ვინ შეაჩერა ამერიკელები ერაყში? ვინ შეაჩერა ამერიკელები ირანში? ვინ შეაჩერა ამერიკელები, მაგალითად, ვენესუელაში? მეშინია, რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ძალიან, ძალიან აინტერესებს შეერთებულ შტატებს. დღეს კი ვგულისხმობ განსაკუთრებით კუბას”- აღნიშნა ფიცომ.

პრემიერის თქმით, კვლავ აქტუალურია დანიისა და გრენლანდიის საკითხი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნავთობის ფასებზე და განაცხადა, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად რეაგირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებზე და იმაზე, თუ როგორ სძინავს მას. მანვე ისაუბრა ნატოზე და აღნიშნა, რომ არ უნდა შეიქმნას იმის ილუზია, რომ ნატო უცვლელი სტრუქტურაა და მისი გაქრობა შეუძლებელია.

“დანია- გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხიც არსებობს, სადაც, სავარაუდოდ, შეერთებული შტატები კვლავ გამოხატავს თავის ინტერესს. ეს კარგი დრო არ არის. ჩვენზე ნავთობის ფასები ზეწოლას ახდენს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ სძინავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. თუ მას კარგად სძინავს, ნავთობის ფასები ეცემა. თუ ცუდად სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასები ავტომატურად იზრდება. რა არის პასუხი ნატოს შესაძლო დაშლაზე? რადგან ნატოს დაშლა შეიძლება რეალურად მოხდეს. არ უნდა მოვიტყუოთ თავი, თითქოს ეს შეუძლებელია ან ამის პროგნოზირება რთულია, ნატოს გაქრობა სავსებით შესაძლებელია”- განაცხადა რობერტ ფიცომ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
Next: გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.