Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ – სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს

მარშალ პრესი 01/05/2026
tamar chergoleishvili

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს ქუთაისში მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარზე, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კათოლიკეებს არ დაბრუნებიათ, ვინაიდან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიტაცა.

ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ღირსების საკითხია, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ლოცვის უფლება და სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ არსებული უსამართლობა გამოასწოროს.

“ახლა ვარ ქუთაისში, ჩემს უკან არის მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი, ჩემს გვერდზე კი არის ძალიან ცნობილი და საამაყო კათოლიკე ქართველის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი. ზაქარია ფალიაშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კათოლიკურ ტაძარში ლოცვას კათოლიკურად ვერ აღავლენდა იმიტომ, რომ ამ ტაძარს ასეთი ისტორია აქვს: მე-19 საუკუნეში აშენდა, მაგრამ 1939 წელს, ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა, წაართვეს ქართველ კათოლიკეებს ზუსტად ისევე, როგორც ქართველ მართლმადიდებლებს, თავიანთი ტაძრები და აუკრძალეს რწმენა. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ტაძარი, როგორც მართლმადიდებლური დაუბრუნდათ, ისე კი არ დაბრუნებია 20 ათასამდე კათოლიკე ქართველს, რომელიც აქ, ქუთაისში ცხოვრობს, არამედ, დაიბრუნა, უფრო სწორად, მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ჩემი აზრით, საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს , ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს აღმსარებლობის თავისუფლება, რმწენის თავისუფლება, ლოცვის უფლება და ამას გარდა, ახორციელებდეს საკუთრების უფლებას იმაზე, რაც მისია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციით იქნება ეს თუ იმ ზომების მიღებით, რაც საჭიროა, რომ აქ მცხოვრებმა დაიბრუნონ აღმსარებლობის თავისუფლება და თავიანთი ქონება, ” – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს
Next: დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.