Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გორდულაძე ომბუდსმენის კონსტიტუციურ სარჩელზე: დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და თეორიულ რისკებსაც ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა საკანონმდებლო დონეზეც ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე

მარშალ პრესი 30/04/2026
archil gorduladze

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს ეხება. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო, ფსიქიატრიული მკურნალობა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნული საკითხები არაკონსტიტუციურად მიიჩნია. გორდულაძე ხაზს უსვამს, რომ ამ საქმეში კონკრეტული ადამიანის უფლებების დარღვევა არ დადგენილა და საქმე ეხება მომავალში შესაძლო თეორიულ რისკებს.

მისივე თქმით, პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს.

„სახალხო დამცველს აქვს უფლებამოსილება რომ არა კონკრეტული უფლების დარღვევის ფაქტის, არამედ თეორიული დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული იყო ნორმები, რომლებიც აწესრიგებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს, თავისი ფსიქიატრიული მდგომარეობის გამო, არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ დანაშაული ჩადენილი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ სხვანაირად შეუძლებელია მისი მკურნალობა სტაციონარში გადაყვანის გარეშე და შესაძლებელია, რომ მან საფრთხე მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებსაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 4 წლამდე ვადით იძულებითი მკურნალობის დანიშვნის თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო, ფსიქიატრიული მკურნალობა. გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხები არაკონსტიტუციურად მიიჩნია და საქართველოს პარლამენტს აქვს დრო იმისთვის, რომ მოვამზადოთ შესაბამისი ცვლილებები, დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და იმ თეორიულ, სავარაუდო რისკებსაც კი ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც ამ კონკრეტული მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე და თეორიული რისკებიც კი იყოს გადაზღვეული. რაც მთავარია კონკრეტული დარღვევა უფლებისა, კონკრეტული პიროვნების მიმართ არ დადგენილა. აქ საუბარია სამომავლო თეორიულ პერსპექტიულ საკითხებზე“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას
Next: გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში – საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით “დაქვეითება”?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.