Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის

მარშალ პრესი 29/04/2026
irakli kircxalia2

როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

“ისინი მუდმივად ემზადებიან და ყველა შანსს გამოიყენებენ, რადგან ღია ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ აქვთ ღია ბრძოლა გამოცხადებული; ჩვენი ეკონომიკური წინსვლისთვის აქვთ ღია ბრძოლა გამოცხადებული და როგორც ჩვენ ვნახეთ, სხვადასხვა მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების, ასევე ემზადებიან.

ყოველთვის არიან მზადებაში, რომ ნებისმიერი შანსი – იქნება ეს დაფინანსება, ცრუ აღქმა, განცხადება, რეზოლუცია და ასე შემდეგ, ქმედება და ნაბიჯი, კოორდინირებულად, ერთად, კოლექტიურად განახორციელონ, რომ როგორმე აქ, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაციას. რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ღია, გამჟღავნებულ აგენტურაზე ვსაუბრობთ და ეს აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები
Next: ირაკლი კირცხალია – ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა, მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.