Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი

მარშალ პრესი 29/04/2026
zaal mikeladze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს.

საკუთარ განცხადებაში ბაკარაძემ ჯანდაცვის მინისტრს წარუმატებელი და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი უწოდა. მიქელაძემ ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეკითხვების დასმა მისაღებია, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებს: „შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა დავუსვათ მინისტრსა და ერთმანეთს, მაგრამ იმ ჩარჩოში, რაც ადამიანურად ექიმებისთვის არის ყველაზე უფრო ზომიერი და მიზანშეწონილი – თქვენ ყველაზე კარგად იცით და უნდა იცოდეთ ეს საკითხი“ – განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არა კონკრეტული გარე დავალება, ბაკარაძე არ ისაუბრებდა წამოჭრილ საკითხზე იმ ტერმინოლოგიით, რაც პარლამენტში მოისმინეს. „დღეს, ქეთი, ასე უნდა მოგმართო, რადგან პროფესიით ექიმი ხარ, ჩვენ რაღაც პერიოდი ერთადაც ვიმუშავეთ – მე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი და თქვენ აფხაზეთის. დარწმუნებული ვარ, რომ არა რაღაც გარე დავალება, მსგავსი ტერმინოლოგიით, მსგავს თემებს არ გადაჭრიდით, რადგან ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა ვიყო კორექტული: შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა დავუსვათ მინისტრსა და ერთმანეთს, მაგრამ იმ ჩარჩოში, რაც ადამიანურად ექიმებისთვის არის ყველაზე უფრო ზომიერი და მიზანშეწონილი – თქვენ ყველაზე კარგად იცით და უნდა იცოდეთ ეს საკითხი. მაგრამ კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
Next: ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის გამონათქვამებით,თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია – ასე არ საუბრობენ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა დიუშენით დაავადებული ბავშვები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.